06 მაისი 2024,   15:28
ვრცლად
სიმართლე არის ირაკლი სესიაშვილის მხარეს - არჩილ თალაკვაძე

ნაციონალური მოძრაობა აგრძელებს ტალახიანი ხელებით პოლიტიკის კეთებას - ამ განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ენმ-ს მიერ, ირაკლი სესიაშვილის შვილთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

საქმე ეხება 2015 წელს მომხდარ მანქანის ქურდობას, სადაც ნაციონალურ მოძრაობის ინფორმაციით, ირაკლი სესიაშვილი შვილის, დავით სესიაშვილის თითის ანაბეჭდები ფიგურირებს.

თალაკვაძე ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მისივე თქმით, ირაკლი სესიაშვილის აპირებს გააგრძელოს ბრძოლა საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად და მის გვერდით საპარლამენტო უმრავლესობის სრული შემადგენლობაა.  

"სიმართლე არის ირაკლი სესიაშვილის მხარეს და ირაკლი არის ის ადამიანი, ვისაც სიმართლისთვის ბრძოლა ნამდვილად შეუძლია. მან არაერთხელ დაამტკიცა ეს მთელი ამ წლების განმავლობაში. მთელი უმრავლესობა, მისი თანაგუნდელები ვართ მის გვერდით და ჩვენ ვარწმუნებთ საზოგადოებას, რომ ნაციონალურ მოძრაობას მოუწევს ბოდიშის მოხდა ამ ცილისწამებისთვის,“-განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ნაციონალურ მოძრაობის წინააღმდეგ დღეს პროკურატურაში სარჩელი შეიტანა.

ირაკლი სესიაშვილი განმარტავს, რომ ავტომობილი, რომელიც საქმეში ფიგურირებს, მისი შვილის ბავშვობის მეგობარს ეკუთვნოდა. მისი თქმით, ის პროკურატურაში 2 მიზნით მივიდა: იმისთვის, რომ საგამოძიებო უწყებას 2015 წლის ქურდობის საქმის დასრულება მოსთხოვოს და იმისთვის, რომ ნაციონალური მოძრაობა ტყუილში ამხილოს.

ამავე თემაზე
დღის ამბები