03 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
გაერთიანება "დაიცავი კონსტიტუცია" დეკლარაციის ტექსტზე მსჯელობს

ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებების წინაღმდეგ ამ წუთებში გაერთიანება დაიცავი კონსტიტუცია დეკლარაციის ტექსტზე მსჯელობს.

პოლიტიკური პარტიები სამოქმედო გეგმას გაწერენ, თუ როგორ გეგმავენ მომავალში ქვეყნის მთავარი კანონის დაცვას. ისინი ეწინააღმდეგებიან კონსტიტუციის პროექტში შესატან ცვლილებებს. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ ეს ცვლილებები საკუთარ ინტედრესებს მოარგო.

არასაპარლამენტო და საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები დოკუმენტს დღეს გაასაჯაროებენ.

სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ კონსულტაციები აქვთ საქართველოს პრეზიდეტთან. ისინი კონსულტაციების გამართვას ვენეციის კომისიასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატურ კორპუსთან გეგმავენ.

შეხვედრა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, დაიცავი კონსტიტუციის ფარგლებში მიმდინარეობს.

 

 

დღის ამბები