26 აპრილი 2024,   12:11
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრეზიდენტს საზოგადოების შეცდომაში შეყვანაში ადანაშაულებს. განცხადება ირაკლი კობახიძემ მედიასთან შეხვედრისას გააკეთა, სადაც მან ჟურნალისტებს ახალი კონსტიტუციის პროექტი წარუდგინა.

კობახიძე ამბობს, რომ საკონსტიტუციო კომისიის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიისას საზოგადოებამ არა ერთი ტყუილი მოისმინა.

პარლამენტის თავმჯდომარე პრეზიდენტს და ოპოზიციის წარმომადგენლებს ურჩევს ცვლილებათა პაკეტში არსებული ნორმები სწორად წაიკითხონ.

„აქ საუბარი არ არის მხოლოდ არასწორ ინფორმირებაზე. პირდაპირ არა ერთი ტყუილი მოისმინა საზოგადოებამ ამ კამპანიის ფარგლებში, რაც არის ჩვენთვის მიუღებელი, ეს არის შემაშფოთებელი და შესაბამისად, ეს ბუნებრივია ხელს უშლის იმას, რომ პარლამენტსა და პრეზიდენტს შორის ჩამოყალიბდეს კონსტრუქციული თანამშრომლობა კონსტიტუციასთან დაკავშირებით. ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ ჩვენი შეშფოთება უნდა დავაფიქსიროთ.

"კარგი იქნება, რომ სწორად წაიკითხონ ის ნორმები, რომელიც ახალ რედაქციაში არის წარმოდგენილი, ეს ერთი და თუ სწორად წაკითხვა შეუძლიათ, მაშინ სწორად მიაწოდონ ინფორმაცია ქართულ საზოგადოებას.

"არ შეიძლება საზოგადოებას ატყუებდეს კონკრეტული პოლიტიკოსი და მითუმეტეს არ შეიძლება საზოგადოება შეცდომაში შეჰყავდეს საქართველოს პრეზიდენტს, რომელიც სხვას უნდა ასწავლიდეს იმას თუ როგორ უნდა მიაწოდოს ინფორმაცია თავის ხალხს და საზოგადოებას,“-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღის ამბები