23 აგვისტო 2019,   16:14
ვრცლად
მთავარი პროკურატურა ყაზახეთის დელეგაციას მასპინძლობს

საქართველოს მთავარი პროკურატურა ყაზახეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის დელეგაციას მასპინძლობს, რომელსაც ყაზახეთის გენერალური პროკურორი ჟაკიპ ასანოვი ხელმძღვანელობს.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრა საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ გახსნა. მან უწყებებს შორის მომავალში მჭიდრო თანამშრომლობისა და გამოცდილებების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე შეხვედრა ორი დღე გაგრძელდება და ყაზახეთის რესპუბლიკის პროკურატურის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალ დასრულდება.

დღის ამბები