04 მაისი 2024,   16:55
ვრცლად
ეს კონსტიტუცია არის გრძელვადიან, სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული-არჩილ თალაკვაძედ

ევროპული საქართველოს ინიციატივას, რომელიც პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით პლებისციტის ჩატარებას გულისხმობს, მმართველი გუნდში არ ეთანხმებიან.

ქართულ ოცნებაში ამ მიმართულებით საერთო სახალხო გამოკითხვის აზრს ვერ ხედავენ. საპარლამენტო უმრავლესობაში ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევენ ოპოზიციის ნაწილის ბოიკოტს.  უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ ახალი კონსტიტუციური პროექტი, ქვეყნის სტაბილურობის გარანტიაა.

„ეს კონსტიტუცია არის გრძელვადიან სტაბილურ განვითარებაზე ორიენტირებული, ის ქმნის უკეთეს ბალანსს სახელისუფლებო შტოებს შორის,“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კონსტიტუციის პროექტი პარლამენტში გუშინ დარეგისტრირდა. მიმდინარე კვირას გახდება ცნობილი იმ კომისიის შემადგენლობა, რომელიც სახალხო განხილვებში ჩაერთვება. მათ შორის იქნებიან პოლიტიკოსები, ექსპერტები, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები.

საჯარო განხილვების შემდეგ საკითხის განხილვა კვლავ საკანონმდებლო ორგანოში - კომიტეტების დონეზე დაბრუნდება.

„კომიტეტი შეისწავლის კონსტიტუციური კანონის პროექტზე არსებული ხელმოწერის ნამდვილობას. სულ არის 108 ხელმოწერა და თუ ამ ხელმოწერების ნამდვილობა დადასტურდება, ამის შემდეგ ჩაითვლება, რომ კონსტიტუციური კანონი არის ინიცირებული. შემდგომ უკვე შეიქმნება საყოველთაო სახალხო განხილვის კომისია და მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე მიმდინარე კვირას მოხდება,“ - განმარტავს საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი.

ამავე თემაზე
დღის ამბები