02 მაისი 2024,   08:54
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს

ე.წ. ციანიდის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში წინასასამართლო სხდომა იმართება. მხარეები მტკიცებულებებს წარადგენენ, რის შემდეგაც მოსამართლე მათ დასაშვებობაზე იმსჯელებს. დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატები მოითხოვენ, რომ პროცესი ღია იყო.

დაცვის მხარე დღეს ორ შუამდგომლობას დააყენებს. ეს არის აღკვეთის ღონისძიების შეცვლა და გირაოთი გათავისუფლება. ასევე არსებით განხილვამდე საქმის შეწყვეტა.

დღეს ბრალდებული დეკანოზი რეპლიკის სახით გამოხატავს თავის პოზიციას ამ საქმეზე. მას განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად. 

დღის ამბები