01 მაისი 2024,   23:36
ვრცლად
ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას - მიხეილ ჯანელიძე ტრამპის მიერ ხელმოწერილ აქტზე

„მას აქვს პოლიტიკური და ფინანასური განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოსთვის, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი დაფიქსირდა აშშ-ის საკანონმდებლო აქტში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას,“ - ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტზე ხელმოწერას.

საქართველოს საგარეო უწყებამ ამ თემაზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. მიხეილ ჯანელიძემ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე ისაუბრა.

„კანონში საქართველოს მხარდამჭერი ტექსტის სათაურით საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის, სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია არის მოცემული. ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინასებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს შესაბამის ქვეყნებს და სიას, შესაბამისად, თუ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა დ აცხინვალის რეგონის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

დონალდ ტრამპმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერ აქტს ხელი მოაწერა.

ამ აქტის თანახმად, ამერიკის შეერტებული შტატების ბიუჯეტიდან იკრძალება იმ ქვეყნებისა და ორგანიზაციების დაფინანსება, რომლებიც რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ. 

 

 

 

 

 

დღის ამბები