26 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იური ლუჟკოვის განცხადებებს პროვოკაციულად აფასებს

პროვოკაციულს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვის ყოფილი მერის განცხადებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საქართველოდან ჩამოშორების შესახებ.

თუმცა, მიხეილ ჯანელიძემ ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტთან და ოკუპაციის შესახებ კანონის დარღვევასთან დაკავშირებით კომენტარი არ გააკეთა.

„ამ განცხადებას ვერანაირ სხვა შეფასებას ვერ მივცემ თუ არა პროვოკაციულ განცხადებას. შესაბამისი რეაგირების შესახებ უკვე გაკეთდა განცხადებები საქართველოში,“ - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ. 

დღის ამბები