03 მაისი 2024,   13:29
ვრცლად
ვაკის პარკში ე.წ. "ღამის მგლების" წევრი ბაიკერები მივიდნენ

ვაკის პარკში ე.წ. ღამის მგლების წევრი ბაიკერები მივიდნენ. მათ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადეს, რომ საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 72 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფებიან.

მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს. 

ისინი აცხადებენ, რომ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას პრობლემები არ შექმნიათ.

მათივე თქმით, ქვეყანაში შემოსვლით კანონი არ დაურღვევიათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ე.წ. ღამის მგლების განმარტებით, დააკავებდნენ. 

 „ჩვენ ჩამოვედით, რომ პატივი მივაგოთ ომში დაღუპულებს, რომლებიც ჩვენი თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, რომ ჩვენ არ ვყოფილიყავით კონცლაგერებში, ფაშისტებს ჩვენზე არ ჩაეტარებინათ ცდები, ეს არ წაგიკითხავთ? ეს არის ჩვენი გამარჯვების დღე, თქვენ ამაში ეჭვი გეპარებათ? ეს საბჭოთა კავშირის გამარჯვება იყო, საერთო გამარჯვება.

"მე ვიყავი ვეტერანთან და ის ატირდა ჩემი ყურადღების გამო. მათ ყურადღება აკლიათ აშკარად და ისინი ვერ ხედავენ, რომ თქვენ აფასებთ იმას, რაც მათ გააკეთეს.

"მე თქვენს საზღვარზე უპრობლემოდ გადმოვედი, კანონი არ დამირღვევია,“ - განაცხადა ღამის მგლების წევრმა ლეონიდ მურაშკინმა.

 

 

დღის ამბები