04 მაისი 2024,   04:17
ვრცლად
ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი, როგორც საპრეზიდენტო, ისე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე - ირაკლი კობახიძე

ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვა დასრულდა ზუგდიდში. შეხვედრის მონაწილეები რამდენიმე თემაზე პასუხობდნენ მოქალაქეების შეკითხვებს. განსაკუთრებული ინტერესი იყო პრეზიდენტის არჩევა და საარჩევნო სისტემის საკითხი. 

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებით მოქალაქეებს აქტიური ინტერესს გამო, როგორც პარლამენტის თავმჯდომარეს, არაერთხელ მოუწიათ საკუთარი არგუმენტებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება.  

ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო და ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანამ უარი უნდა თქვას.

„სამივე პრეზიდენტმა, ზოგი აქედან კარგი იყო, ზოგი ცუდი, დაამთავრა თავისი მოღვაწეობა რევოლუციის საფუძველზე. სამივე შემთხვევაში ხელისუფლება შეიცვალა რევოლუციის საფუძველზე. ამიტომ, ჩვენ ვამბობთ ძალიან მკაფიოდ, ერთხელ და სამუდამოდ, საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი, როგორც საპრეზიდენტო მმართველობაზე, ისე ნახევრად საპრეზიდენტო მმართველობაზე. ორივე შეიცავს ძალიან სერიოზულ რისკს ავტორიტარიზმის და ავტოკრატიის ჩამოყალიბების. ეს არის  სერიოზული პრობლემა და ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ ამაზე უნდა ვთქვათ უარი და გადავიდეთ ყველაზე დემოკრატიული მმართველობის სისტემაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები