05 მაისი 2024,   06:37
ვრცლად
ქალბატონებო, მართლაც გულწრფელად გიხდით ბოდიშს ყველას - თენგიზ შარმანაშვილი

ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვაზე ზუგდიდში, აქტიურად განიხილებოდა პრეზიდენტის უფლებამოსილების საკითხები. საკითხთან დაკავშირებით დღეს დარბაზში პოლემიკაც გაიმართა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანაშემწეს საჯაროდ ბოდიშის მოხდა მოუწია. 

ერთ-ერთმა მოქალაქემ მას მიმართა და განიცხადა, რომ თენგიზ შარმანაშვილი „საკმაოდ აგდებული ტონით საუბრობს იმის შესახებ, რომ ქალთან ვერ შევა პოლემიკაში“.

„ბოდიშს ვიხდი ამის თაობაზე, მართლაც ზედმეტი გაცხარება იყო. ქალბატონებო, მართლაც გულწრფელად გიხდით ბოდიშს ყველას,“ - აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა. 

შეგხსენებთ, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტის საერთო სახალხო განხილვა დასრულდა ზუგდიდში.

დღის ამბები