01 მაისი 2024,   14:14
ვრცლად
პარლამენტის შენობასთან დაკავებულების სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

პარლამენტის შენობასთან დაკავებული სამი აქტივისტის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

დაკავებულთაგან ორი პროფკავშირის წევრია, ერთი კი აუდიტორია 115-ის მიერ პარლამენტის წინ ორგანიზებული აქციის მხარდამჭერი.

აქტივისტები წინასწარი დაკავების იზოლატორში გვიან ღამით გადაიყვანეს. ისინი არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა მოინახულა. დაკავებულებს ბრალად წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციის დაუმორჩილებლობა ედებათ.

„მათ მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. წვრილმანი ხულიგნობის და დაუმორჩილებლობის ბრალდებით,“ - განმარტა ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, ანა ნასრიშვილმა.

დღის ამბები