04 მაისი 2024,   21:19
ვრცლად
ოთარ კახიძის და ირაკლი კობახიძის დებატები კონსტიტუციის ცვლილებების საყოველთაო განხილვაზე

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა  ახალციხეში გრძელდება. შეხვედრაში, მმართველ გუნდთან ერთად, ოპოზიციაც მონაწილეობს.

განსახილველ საკითხებს შორის კვლავ ერთ-ერთი მთავარი თემა პრეზიდენტის არჩევის წესის ცვლილება და საარჩევნო სისტემა იყო. კერძოდ 5%-იანი ბარიერი და გაუნაწილებელი მანდატების განაწილების წესი.

ევროპული საქართველოს წევრმა, ოთარ კახიძემ, მმართველი გუნდი პრეზიდენტისთვის უფლებების ჩამორთმევაში დაადანაშაულა.

„მშვდობიანობის დროს თუ თავდაცვის მინისტრი არის ჯარების ხელმძღვანელი და ომიანობის დროს პრემიერ-მინისტრია ჯარების ხელმძღვანელი, თუ უშიშროების საბჭოც აღარ ჰყავს პრეზიდენტს, მაშინ როგორ გამოდის ეს პირი მთავარსარდალი,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.

მას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. კობახიძემ განაცხადა, რომ საპარლამენტო მმართველობის დროს, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევა სისტემურ პრობლემებს ქმნის.

„ღმერთმა ნუ ქნას და, როგორც თქვენ თქვით, საომარი მდგომარეობა გამოცხადდა და ამ დროს შეიძლება დაიწყოს კომპეტენციების გამიჯვნასთან დაკავშირებით, ვინ არის პასუხისმგებელი სამხედრო ძალების მართვაზე, პრეზიდენტი თუ პრემიერი და ვინ არის პასუხისმგებელი მთლიანად სიტუაციის მართვაზე. თუ პრეზიდენტია პასუხისმგებელი, პრემიერი საერთოდ გადის თამაშიდან, პრემიერი სად არის საერთოდ ამ დროს, ეს არის გაუგებარი იმიტომ, რომ ან პრეზიდენტია ლიდერი და მაშინ პრემიერი რჩება სისტემის მიღმა ან თუ პრემიერია, მაშინ ლაგდება სწორად სიტუაცია და ნარჩუნდება იგივე სუბორდინაციის სისტემა, რაც მანამდე მოქმედებს,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განმარტებას არ დაეთანხმა ოთარ კახიძე. საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა თქვა, რომ მმართველი გუნდი შეტანილი ცვლილებებით პრეზიდენტს მთავარსარდლის ფუნქციას  მხოლოდ ქაღალდზე უტოვებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები