06 მაისი 2024,   16:04
ვრცლად
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციას ვენეციის კომისიას ანა დოლიძე და ლევან ბოძაშვილი გააცნობენ

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, ანა დოლიძე და უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, ლევან ბოძაშვილი,  ვენეციის კომისიის წარმომადგენლებთან შესახვედრად სტრასბურგში გაემგზავრნენ.

პრეზიდენტისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლები ვენეციის კომისიას საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტთან დაკავშირებულ იმ მოსაზრებებს წარუდგენენ, რომელიც საზოგადოების წარმომადგენლებმა პრეზიდენტთან შეხვედრებისას გამოთქვეს. ვენეციის კომისიის წევრებთან შეხვედრები სტრასბურგში კვირის ბოლომდე გაგრძელდება.

„ჩვენ მოვისმინეთ ძალიან ბევრი მოსაზრება და პოზიცია ხალხისა იმაზე, რაც წერია ახალ პროექტში. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს მოსაზრებები  გავაცნოთ ვენეციის კომისიას, რაც შეეხება კონსტიტუციურ წყობას, ბალანსს სახელმწიფო ხელისუფლებებს შორის, პრეზიდენტის არჩევას,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.  

დღის ამბები