04 მაისი 2024,   20:56
ვრცლად
ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, პირობას გაძლევთ, მარგველაშვილი მე-10 ადგილზე გავა - ვანო ზარდიაშვილი

ქართული ოცნების  დეპუტატები აცხადებენ, რომ საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, მიერ დატოვებულ კონსტიტუციას „ებღაუჭება“.

„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ცდილობს და ებღაუჭება  სააკაშვილის დატოვებულ კონსტიტუციას, იმ კონსტიტუციას, რომელიც რეალურად არ ამართლებს ამ ქვეყანაში და იმ კონსტიტუციას, რომელზე ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ცვლილებები სჭირდება,“ - განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, ვანო ზარდიაშვილმა.

მისი აზრით, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შანსი არა აქვს.

„ათი კანდიდატი რომ გვყავდეს, პირობას გაძლევთ, რომ მარგველაშვილი მე-10 ადგილზე გავა,“ - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები კონკრეტულად გიორგი მარგველაშვილს არ უკავშირდება და ის ქვეყანაში ძალთა ბალანსის შექმნას ემსახურება.

დღის ამბები