03 მაისი 2024,   20:17
ვრცლად
თავდასხმა ლაშა თორდიაზე - ღამის კლუბ "ელ ცენტროში" ჩხუბის ფაქტს უარყოფენ

ღამის კლუბ ელ ცენტროში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელზე განხორციელებულ თავდასხმას და ჩხუბის ფაქტს უარყოფენ. ღამის კლუბის თანამშრომლის თქმით, იქ გუშინ ჩხუბი არ მომხდარა.

ღამის კლუბ ელ ცენტროს წინ მდებარე რესტორნის ოფიციანტის თქმით, კამერების ჩანაწერების სანახავად დღეს მათთან უცნობი პირი იყო მისული, თუმცა, მისი თქმით, როგორც ირკვევა, მათი რესტორნის კამერები ელ ცენტროს არ უყურებს. 

ლაშა თორდია რუსთავი2-თან აცხადებს, რომ მას გუშინ თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა. ის ამ დროისთვის საავადმყოფოში იმყოფება და გამოკვლევებს უტარებენ.  

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ცემას ან სხვაგვარი ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

დღის ამბები