18 ნოემბერი 2024,   23:17
ვრცლად
ეს იყო ფარცხალაძის პირადი ანგარიშსწორება... მას აქვს სრული დაუსჯელობის განცდა - ლაშა თორდიას პირველი კომენტარი

"ეს იყო პირადი ანგარიშსწორება, რომელიც უკავშირდება კონკრეტულ საქმეს, სადაც ოთარ ფარცხალაძის სახელი და გვარი ფიგურირებს,“ - ეს განცხადება სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელმა კლინიკაში რუსთავი2-თან საუბრისას მასზე განხორციელებული თავდასხმის შესახებ განაცხადა.

ლაშა თორდია აცხადებს, რომ მას გუშინ თავს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თანმხლებ პირებთან ერთად დაესხა. 

"ამ საკითხთან დაკავშირებით მას აქვს ინფორმაცია, ადამიანს აქვს სრული დაუსჯელობის განცდა, ამ კლუბში ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, ამ ადამინების თვალწინ მოხდა ეს ყველაფერი. მას თუ ჰგონია, რომ შიშს დანერგავს, ან ვიღაცა რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება,“ - განაცხადა ლაშა თორდიამ. 

ლაშა თორდია ამ დროისთვის ალადაშვილის კლინიკაში იმყოფება და გამოკვლევებს უტარებენ.  

ამავე თემაზე
დღის ამბები