04 მაისი 2024,   16:03
ვრცლად
გასულ წელთან შედარებით, იმ მოქალაქეთა რიცხვი განახევრდა, ვინც ეკლესიის საქმიანობას დადებითად აფასებს

საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას, გამოკითხულთა 14% ძალიან კარგად, 44% კი კარგად აფასებს. ამის შესახებ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია ნათქვამი.

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 23%-ს მიაჩნია, რომ ეკლესია საქმიანობას საშუალოდ, ხოლო 6%-ის აზრით ცუდად ახორციელებს.

კვლევის მიხედვით, საქართველოს ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 5%, 44%-ს მიაჩნია, რომ კარგად, 35%-ის აზრით, საშუალოდო, ხოლო 6% ფიქრობს, რომ ცუდად, ხოლო 1%-ის აზრით ძალიან ცუდად.  

კითხვაზე როგორ შეაფასებდით პოლიციის საქმიანობას პასუხები ასე გადანაწილდა.

4%- ძალიან კარგად, 33%- კარგად, 43%-ის აზრით საშუალოდ, ხოლო 12% ფიქრობს, რომ პოლიცია საქმიანობას ცუდად ახორციელებს. 2%-ის აზრით კი ძალიან ცუდად.

კვლევის მიხედვით, მთავარი პროკურატურის საქმიანობას ძალიან კარგად აფასებს 1%, 22%-ის აზრით, პროკურატურა საქმიანობას კარგად ახორციელებს, 40% ფიქრობს, რომ საშუალოდ, 16%-ის აზრით კი ცუდად.

სასამართლოები - 1% ძალიან კარგად, 12% -კარგად, 40%-ის აზრით საშუალოდ, 22% - ცუდად, ხოლო 5%-ის აზრით ძალიან ცუდად.

პარლამენტის საქმიანობას ძალიან კარგად 0% აფასებს, მხოლოდ 10%-ს მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანო კარგად მუშაობს, 49%-ის აზრით, პარლამენტის საქმიანობა საშუალოდ ფასდება, 25%-ს მიაჩნია, რომ ცუდად, 6% კი ფიქრობს, რომ ძალიან ცუდად.

სახალხო დამცველის აპარატი - 1% ძალიან კარგად, 22%- კარგად, 43%-ის აზრით საშუალოდ, 12%-ს მიაჩნია, რომ ცუდად, ხოლო 2%-ის აზრით ძალიან ცუდად. 

დღის ამბები