01 მაისი 2024,   00:16
ვრცლად
სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართული არიან ერთ-ერთი ავაზაკის ქმედებების გაპრავებაში - თორდია ფარცხალაძეზე

აუდიტის სამსახურის უფროსის, ლაშა თორდიას დაკითხვა სავარაუდოდ, დღეს გაგრძელდება, რომელიც საავადმყოფოდან რამდენიმე წუთის წინ გამოწერეს. ის მკურნალობას სახლში გააგრძელებს. 

სამართალდამცველებმა ლაშა თორდიას დაკითხვა მასზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, რაშიც ის ოთარ ფარცხალაძეს ადანაშაულებს, ორი დღის წინ დაიწყეს, თუმცა პორცესი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მალევე შეწყდა.

ლაშა თორდიას ეჭვი აქვს, რომ ოთარ ფარცხალაძე და პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ. 

"გამიჩნდა დიდი ეჭვი, რომ მოქალაქე ოთარ ფარცხალაძე და მთავარი პროკურატურა შეთანხმებულად მოქმედებენ. ამას ემატება ის გარემოება, რასაც ვუყურებ სოციალური ქსელებისა და ტელევიზიის საშუალებით, როდესაც მის სახლში მობილიზებულია ფინანსური პოლიცია, შსს-ს მაღალჩინოსნები, ადამიანები, რომლებიც ღამის 2-3 საათზე მის სახლთან იკრიბებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში ჩემი მისამართით არა ერთი ბრალდება გაიჟღერებს, შეიძლება ვიდეოებიც გავრცელდეს, ყველაფრისთვის მზად ვარ. ვერ შემაშინებს ვერც ფინანსური პოლიცია, ვერც პროკურატურა. უბრალოდ გული მწყდება, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ჩართულები არიან ერთ-ერთი ავაზაკის ქმედებების "გაპრავებაში". სამარცხვინოა, რომ თურმე ოთარ ფარცხალაძე იმყოფებოდა დაწესებულებაში, სადაც წიგნს კითხულობდა, მე ვქეიფობდი, ვღრეობდი. ალბათ, დაამატებენ სამაგონს ვსვამდი ან რაღაც მსგავსს, მივუვარდი ფარცხალაძეს, რომ მეც წამეკითხა როგორ კითხულობდა წიგნს. ამ წერილის დამწერის ნიჭიერებასაც ხაზს უსვამს. ამ წერილს ოთარ ფარცხალაძე ვერ დაწერდა, ამ წერილის დამწერს მოვუწოდებდი, რომ ცოტა უფრო მეტი მხატვრული გარემოებები შეიტანოს, რომ ადამიანებისთვის შთაგონება უფრო მეტი იყოს,“- განაცხადა ლაშა თორდიამ. 

დღის ამბები