26 აპრილი 2024,   21:36
ვრცლად
თორდია-ფარცხალაძის საქმე - მესამე სექტორი გამოძიებას საქმის გადაკვალიფიცირებისკენ მოუწოდებს

აუდიტის სამსახური მერიაში შესაძლო კორუფციული გარიგების შესახებ დასკვნას მომავალ კვირაში გაასაჯაროებს. ლაშა თორდიასა და ოთარ ფარცხალაძეს შორის დაპირისპირების შესაძლო მიზეზის დოკუმენტის დეტალები დღეს გენერალურმა აუდიტორმა არასამთვრობოებს გააცნო.

ლაშა თორდიამ სამოქალაქო სექტორს კაფე ბარ ელ ცენტროში განვითარებული მოვლენების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია. გენერალურ აუდიტორს მიაჩნია, რომ სამართალდამცავები საქმეზე სიმართლის დადგენით დაინტერესებულები არ არიან.

შეკითხვები და შენიშვნები გამოძიების მიმართ მესამე სექტორსაც აქვს. საეჭვო გარემოებებში კი, მთავარი საქმის კვალიფიკაციაა, რადგან ეს მუხლი არ არის იმ ჩამონათვალში, რომლის საფუძველზეც მათ კონკრეტული ობიექტიდან გარე სათვალთვალო კამერების ამოღება შეუძლიათ.

მესამე სექტორისთვის საეჭვო იყო ლაშა თორდიას ბრალდების მთავარი ადრესატის, ოთარ ფარცხალაძის დაგვიანებული დაკითხვა. მესამე სექტორი საქმეზე საპარლამენტო გამოძიების ჩატარებას ემხრობა.

პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის აუცილებლობაზე რამდენიმე დღეა სახალხო დამცველიც საუბრობს და გამოძიებას ობიექტური მოკვლევის ჩატარებისკენ მოუწოდებს.  

როდის დადებს გამოძიება პირველად შედეგს, უცნობია. გენერალური აუდიტორის ცემის საქმეს სამართალდამცავები უკვე 6 დღეა სწავლობენ. საქმეზე კვალიფიკაციის შეცვლის საკითხს კი, საგამოძიებო ჯგუფის წევრები ჯერჯერობით არ განიხილავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები