04 მაისი 2024,   03:18
ვრცლად
აქტივის მობილიზება და ფარსი - ოპოზიცია კონსტიტუციის საყოველთაო განხილვას აკრიტიკებს 

ევროპული საქართველო კონსტიტუციის ახალი პროექტის განხილვებში მონაწილეობას განაგრძობს. საპარლამენტო უმცირესობა დღევანდელ შეხვედრებზე აქცენტს, პლებისციტის მნიშვნელობაზე გააკეთებს.

პარტიის ლიდერები ქართულ ოცნებას საჯარო დისკუსიებში აუდიტორიის საგანგებო მობილიზებაში ადანაშაულებენ.

„ვფიქრობთ, რომ ეს მეორე ნაწილი კიდევ უფრო შემჭიდროებული, კიდევ უფრო მეტად სავსე დარბაზი ხელისუფლების მხარდამჭერებით, არ მგონია, რომ დიდი შედეგის მომტანი იყოს. ჩვენ ხალხის აზრის გასაგებად ვითხოვთ პლებისციტს,“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.

საყოველთაო სახალხო განხილვებს კვლავ უნდობლობას უცხადებენ და პროცესს ფარსს უწოდებენ ნაციონალურ მოძრაობაში

„ეს განხილვები არის სრული ფარსი, სრული სპექტაკლი, რომელსაც რეალურად ერთი მიზანი უდევს საფუძვლად, რომ შექმნას შთაბეჭდილება, ვითომ ხალხი მონაწილეობს ახალი კონსტიტუციის მიღების პროცესში. ეს არის ტყუილი, ხალხი არ მონაწილეობს, ხალხი არის აბსოლუტურად გაწეული და ეს პროცესი ხელისუფლების მიტაცებისა, აუცილებლად დამთავრდება,“-აცხადებს ნიკა რურუა.

ამავე თემაზე
დღის ამბები