03 მაისი 2024,   21:43
ვრცლად
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა მოსამართლის გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

მამა გიორგი მამალაძის ადვოკატებმა 19 მაისს საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრეს. საუბარია პარასკევს გამართულ სასამართლო პროცესზე მოსამართლე ბესიკ ბუგიანაშვილის გადაწყვეტილებაზე, დაცვის მხარის დარბაზიდან გაძევების შესახებ.

დეკანოზის უფლებადამცველებმა საჩივარი ცოტა ხნის წინ სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე შეიტანეს. 

ადვოკატების მტკიცებით, სხდომა მათ დეკანოზის თხოვნის შემდეგ დატოვეს, რომელიც დარბაზიდან ასევე პროტესტის ნიშნად გავიდა. მოგვიანებით კი მოსამართლემ, მათი გაძევების ოქმი შეადგინა და დეკანოზს სახაზინო ადვოკატი დაენიშნა.

ადვოკატების ინფორმაციით, გაძევების დოკუმენტში მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა ჩაწერა, რომ დეკანოზის ადვოკატებმა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე წესრიგი დაარღვიეს და ამიტომ მოხდა მათ დარბაზიდან გაძევება. თუმცა, მოსამართლე რას გულისხმობს წესრიგის დარღვევაში, დაცვის მხარისთვის უცნობია.

ადვოკატებისთვის გაუგებარია, რატომ არის სასამართლო სხდომიდან გაძევებული მეოთხე ადვოკატი ეკა ლომიძე, რომელიც საერთოდ არ ესწრებოდა სხდომას.

ოფიციალურად გაძევების განკარგულება არ მისვლია მამა გიორგი მამალაძის მესამე ადვოკატს ნია ზოიძეს. 

„წერია მხოლოდ და მხოლოდ, რომ დავარღვიეთ წესრიგი, რა წესრიგი დავარღვიეთ და რაში გამოიხატებოდა ამ წესრიგის დარღვევა დეტალურად არ არის მითითებული. ჩვენს იქ ყოფნაში თუ გასაძევებელი ვიყავით ან რამე წესრიგს ვარღვევდით, პირველ რიგში სიტყვიერი შენიშვნა უნდა მოეცა და აეხსნა თუ რას ვარღვევთ. ამის შემდეგ თუ არ დავემორჩილებოდით მის სიტყვიერ გაფრთხილებას, ჯარიმით მიეღო გადაწყვეტილება,“ - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა. 

დაცვის მხარე მამა გიორგი მამალაძეს ციხეში დღესვე მოინახულებს.

 

დღის ამბები