04 მაისი 2024,   14:56
ვრცლად
ფარცხალაძის კომპანიისთვის გადაცემული მიწები - თბილისის მერი აუდიტის სამსახურის დასკვნაზე საუბრობს

თბილისის მერი დავით ნარმანია აუდიტის დასკვნას ეხმაურება, სადაც თბილისის მერიის მიერ ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძისთვის მიწის გადაცემისას არსებულ დარღვევებზეა საუბარი.

დავით ნარმანიას განცხადებით, ის ელოდება აუდიტის სამსახურის დასკვნის გასაჯაროებას და ვრცელ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.

საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ ოთარ ფარცხალაძის კუთვნილი კომპანიის პრივილეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებას და მიწების ჩანაცვლების ისე დასრულებას, რომ დედაქალაქის მერიის ბიუჯეტმა 2 მილიონი დაკარგა.

დედაქალაქის მერი ამბობს, რომ თბილისის მერიამ აუდიტის სამსახურს დოკუმენტაცია სრულად გადასცა და სიმართლეს არ შეესაბამება განცხადებები იმის შესახებ, რომ თბილისის მერიამ აუდიტის სამსახურს დოკუმენტაციის ნაწილი დაუმალა.

დავით ნარმანიას განმარტებით, მიწის გადაცემისას და ჩანაცვლებისას თბილისის მერია ექსპერტების მიერ გაკეთებულ დასკვნებს დაეყრდნო.  

"ეს არის ტყუილი. ნებისმიერი დოკუმენტაცია, რაც ქალაქის მერიაში ინახება, არის შემმოწმებლებისთვის ღია, ასე რომ, ყველანაირი დოკუმენტაცია, რაც ჩვენ ხელთ გვქონდა, მივეცით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლებს. შეფასება გაკეთებულია ექსპერტების მიერ, ასე რომ თბილისის მერია დაეყრდნო ამ შეფასებას," - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

დღის ამბები