06 მაისი 2024,   16:23
ვრცლად
"მომდევნო არჩევნები იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის არჩევნები იყო" - "ენმ" საარჩევნო პროგრამას მოსახლეობას აცნობს

ნაციონალური მოძრაობის წევრები საარჩევნო პროგრამის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციას მართავენ. პარტიის ლიდერები მოქალაქეებს ხვდებიან. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა, შეხვედრის მთავარი მიზანი, ამომრჩევლის ინიციატივებისა და იდეების მოსმენაა.  

„ჩვენ გვაქვს უამრავი იდეა, უამრავი განახლებული მიდგომა, მაგრამ გვინდა, რომ ეს ყველაფერი შევათანხმოთ თქვენთან, რათა განახლებულ ნაციონალურ მოძრაობას ჰქონდეს ახალი და განახლებული ხედვა და განახლებული  პროგრამით ჩვენ შევიდეთ ერთად თბილისის მოსაგებად,“ - მიმართა ნიკა მელიამ შეკრებილებს.

მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობას სურს საქართველოს მოქალაქეებმა იცხოვრონ უკეთეს თბილისსა და საქართველოში. ნიკა მელიას განცხადებით, განახლებული ნაციონალური მოძრაობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს.

ნიკა მელიამ დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ეს ქართული ოცნების უკან მდგომი კრიმინალური კლანის დამსახურებაა, რომელიც მართავს დღეს ქვეყანას და განკარგავს ქვეყნის ფინანსებს.

„მომდევნო არჩევნები ოქტომბრის თვეში იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე 2016 წლის არჩევნები იყო და ჩვენ ყველამ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ეს ხელისუფლება დავამარცხოთ, რომელსაც უნიკალური შანსი ჰქონდა იმისა, რომ ყველაფერი სასიკეთოდ შეეცვალა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები