26 აპრილი 2024,   18:43
ვრცლად
მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძის კანდიდატურა განიხილება

მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ თბილისის მერობის კანდიდატად ვიცე პრემიერის, ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის კანდიდატურა განიხილება. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

მმართველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერი ლევან გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ კანდიდატურების შერჩევას გარკვეული დრო დასჭირდება.

კომენტარს აკეთებს ვიცე სპიკერი ზვიად ძიძიგურიც.  

„კონსულტაციები ასეთ ტიპის მე არ ვიცი. ერთი რაც შემიძლია გითხრათ პირდაპირ, რომ კონსულტაციებიც და კანდიდატურებზე მსჯელობაც იქნება და ამ კანდიდატურების ჩამონათვალში შეიძლება ბატონი კახი კალაძეც ვიხილოთ და ბატონი დავით ნარმანიაც. შეიძლება სხვა გვარებიც ვიხილოთ,“ - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

თბილისი მერი დავით ნარმანია კი, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელის თანამდებობას დაიკავებს, მას შემდეგ, რაც ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა ამოეწურება.

დღის ამბები