26 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
კონსტიტუციის მოდელი სახიფათოა ქვეყნისთვის - თინა ხიდაშელი საკონსტიტუციო რეფორმებს კრიტიკულად აფასებს

„კონსტიტუციის მოდელი სახიფათოა ქვეყნისთვის: დარღვეულია უსაფრთხოების ერთიანი სხეული, ოკუპაციის პირობებში გადაწყვეტილება უუნაროა“, - ამ სათაურით თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი, ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმებას მიზანშეუწონლად მიიჩნევს.

სოციალურ ქსელში თინა ხიდაშელმა აღნიშნა, რომ უშიშროების საბჭო უსაფრთხოების გარანტიაა. ის ქვეყანაში სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელ ფაქტორებზე საუბრობს.

ის ასევე პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევის გაუქმებას გამოეხმაურა და განმარტა, რომ ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი ურთიერთკონტროლის ხარისხს უზრუნველყოფს. 

 

დღის ამბები