02 მაისი 2024,   17:03
ვრცლად
აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია- გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  საქართველო - ამერიკის ბიზნეს საბჭოს 20 წლის იუბილესადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

მისი განცხადებით აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია. გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა ჩინეთის ერთი სარტყელი - ერთი გზის ინიციატივაზეც, რომლის ფარგლებში ახალი აბრეშუმის გზა იქმნება.

პრემიერმა ასევე დეტალურად ისაუბრა მთავრობის ოთხ პუნქტიანი რეფორმების გეგმაზე და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე, როგორც რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებაზე.

„დღეს ჩვენ ვამაყობთ სხვადასხვა ინდიკატორების მიხედვით განხორციელებული წინსვლით. ტერიტორიული მთლიანობის დარღვევასთან, ოკუპაციასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემების მიუხედავად, საქართველო ცდილობს, წარმოაჩინოს თავი, როგორც შესაძლებლობების ქვეყანამ. ის ჯერ კიდევ საჭიროებს თავისი სტრატეგიული პარტნიორების დიდ დახმარებას, თუმცა ამავდროულად, წარმოადგენს ადგილს, რომელიც რეგიონის მასშტაბით გაფართოების შესაძლებლობას აძლევს ამერიკულ კომპანიებს. ქართულ-ამერიკული ურთიერთობა რეგიონული უსაფრთხოების, სტაბილურობის, ამ ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიზაციის საყრდენი უნდა გახდეს,”-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

დღის ამბები