03 მაისი 2024,   14:36
ვრცლად
სირცხვილია, რომ ქუმსიშვილმა არ გამოიყენა შესაძლებლობა დალაპარაკებოდა მედვედევს - ნინო ბურჯანაძე

აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით, დემოკრატიული საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე, პარტიის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე მივიდა და დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

იქვე პარტიის ლიდერი გუშინ რუსთავი 2-ის ეთერში გასულ სიუჟეტს გამოეხმაურა, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილისა და დიმიტრი მედვედევის გვერდიგვერდ გადაღებულ ფოტოს ეხებოდა.

„რაც მე გუშინ ვნახე თქვენს არხზე, ყველანაირ ზღვარს სცდება და ძალიან სამწუხაროა, მაგრამ სირცხვილია, უბრალოდ. სირცხვილია ის ისტერიკა, რომელიც ატყდა იმასთან დაკავშირებით, რომ ქუმსიშვილი მედვედევის გვერდით იდგა. ან საერთაშორისო პროტოკოლი არ წაგიკითხავთ. სირცხვილი ის არის და ქვეყნისათვის ძალიან ცუდი, რომ მხოლოდ ფოტოსთან დაკავშირებით იდგა მის გვერდით და არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომ დალაპარაკებოდა,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

დღის ამბები