26 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
ეგვიპტეში კოფტი ქრისტიანების ავტობუსის დაცხრილვაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო

ეგვიპტეში კოფტი ქრისტიანების ავტობუსის დაცხრილვაზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო.

CNN-ის ინფორმაციით, პარასკევს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა.

მორწმუნეები წმინდა სამუელის მონასტერში მიდიოდნენ, როდესაც შეიარაღებულმა პირებმა ავტობუსს ცეცხლი გაუხსნეს.

ბოლო პერიოდში კოფტებზე არაერთი თავდასხმა მოხდა, რომლებზეც პასუხისმგელობა დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. 

დღის ამბები