05 მაისი 2024,   04:22
ვრცლად
საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს თბილისში გაიმართება

საკონსტიტუციო პროექტის საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს თბილისის ოთხ რაიონში - საბურთალოზე, გლდანში, ნაძალადევსა და ფონიჭალაში იგეგმება. პოლიტიკოსები მოსახლეობას კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს გააცნობენ.

„ველოდებით მოსახლეობის აქტიურობას, მათ მოსაზრებებს, რისი ასახვისთვისაც ვართ კონსტიტუციის პროექტში. ეს არის სწორედ ამ განხილვების მიზანი და ამოცანა და მგონია, რომ შედეგიანი იქნება მათ შორის დედაქალაქშიც,“-აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი ზაზა გაბუნია.

მთავარი საკითხები ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტის არჩევის წესი და საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებებია.

„პროცესი მთლიანად ფარსს დაემსგავსა, აპირებენ, რომ დღეში 5 განხილვა ჩაატარონ. ანუ შემოირბინონ ხუთი დარბაზი, რომელიც საკუთარი მომხრეებით იქნება გავსებული და იქნება სრული მობილიზაცია,“ - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის წევრიგიორგი ტუღუში.

საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვის პროცესს სპექტაკლს უწოდებს ნაციონალური მოძრაობაც.

„ეს არის ფარსი, სპექტაკლი, რომელიც ემსახურება ერთ მიზანს, რომ წაართვან ხალხს თავის კონსტიტუციური უფლება. პირველ რიგში უფლება, აირჩიონ პრეზიდენტი. ეს არ გავა, იმიტომ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს ესმის რაოდენ მნიშვნელოვანია, მან აირჩიოს თავის ქვეყნის პრეზიდენტი,“ - ამბობს ნიკა რურუა.

დღის ამბები