02 მაისი 2024,   14:06
ვრცლად
ევროსასამართლოს მოსამართლეობის შესარჩევი კომისიის წევრების პოზიცია არაერთგვაროვანია 

ლადო ჭანტურია, შოთა გეწაძე და სოფიო ჯაფარიძე - ევროსასამართლოში წარსადგენი მოსამართლეობის 3 კანდიდატის ვინაობა ცნობილია. ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეამ არჩევანი ამ სამ კანდიდატს შორის უნდა გააკეთოს. თეა წულუკიანს იმედი აქვს, რომ ამჯერად კითხვის ნიშნები აღარ იქნება. კომისიის წევრების პოზიცია კი არაერთგვაროვანია. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარისთვის ლადო ჭანტურიას, სოფიო ჯაფარიძის  3 კანდიდატს შორის მოხვედრით ის კმაყოფილია თუმცა აღნიშნავს, რომ ხელისუფლებამ ბევრ ღირსეულ კანდიდატს ქულები დააკლო.

“ის, რომ ლადო ჭანტურია და სოფიო ჯაფარიძე არ არიან ევა გოცირიძე და სანდრო ბარამიძე, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ თვითონ ხელისუფლებამ რაღაც დასკვნები გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება სამოქალაქო საზოგადოებისთვის მიუღებელი სახეების წარდგენა ადამიანის უფლებათა სასამართლოში. იქ ძალიან ბევრი ღირსეული კანდიდატი იყო, რომელსაც ხელისუფლებამ დაბალი ქულები დაუწერა,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით კი, კომისიის სახელისუფლებლო წევრებმა მიზანმიმართულად ჩააგდეს რამდენიმე ძლიერი კანდიდატი, რომ სიაში შეყვანილი კარგი კანდიდატებისთვის ხელოვნურად ჩამოეშორებინათ რეალური კონკურენტები სტრასბურგში. მისივე თქმით, სახელმწიფო ხელოვნურად ცდილობს კანდიდატების წინ წაწევას. ნაცვლიშვილი აღნიშნავს, რომ იგივე დაფიქსირდა წინა შემთხვევაშიც, რის გამოც სტრასბურგმა სია უკან დააბრუნა.

არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის ეკა გიგაურის განცხადებით ხელისუფლება მათთვის სასურველი შედეგის მისაღებად ქულებით მანიპულირებდა.

“მთავარი აქ არის ის, რომ როგორც წინა პროცესში, აქაც როგორც ჩანს მთავრობა ცდილობდა, რომ მხოლოდ მათთვის მისაღები კანდიდატები აერჩია და ფაქტიურად ახერხებდნენ ქულების მანიპულაციას მისთვის, რომ მათთვის სასურველი შედეგი მიეღოთ,“ - აღნიშნა გიგაურმა.

                                                   

დღის ამბები