02 მაისი 2024,   16:26
ვრცლად
შსს აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმეს იძიებს - მღებრიშვილი პროცესში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობას გამორიცხავს

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის შესაძლო გატაცების საქმეს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. ჟურნალისტი საქართველოს ტერიტორიაზე 29 მაისს გაუჩინარდა და მეორე დღეს ის უკვე ბაქოში დააკავეს.

გამოძიების შესახებ ინფორმაციას დღეს შსს-ში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს აცნობდნენ. მანამდე კი უწყების ხელმძღვანელმა, გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანელი კოლეგების განმარტებით, მუხთარლიმ საქართველოს საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა აზერბაიჯანელმა სამართალდამცველებმა კი ის საზღვართან ახლოს დააკავეს.

გიორგი მღებრიშვილის მტკიცებით, აფგან მუხთარლის გამშვები პუნქტი არ გაუვლია და საქართველოს ტერიტორია ე. წ. მწვანე ზოლიდან დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტების განცხადებით, თუ ეს სიმართლეა, აქედან გამომდინარე, საქართველოს საზღვრები სათანადოდ დაცული არ არის.

შს მინისტრის განმარტება აზერბაიჯანელი ჟურნალისტის ოჯახის წევრებისთვის მიუღებელია.

გიორგი მღებრიშვილი მუხთარლის გატაცებაში ქართული სპეცსამსახურების მონაწილეობას კატეგორიულად გამორიცხავს. ის ამტკიცებს, რომ საზღვარი უკანონოდ თავად გადაკვეთა. მინისტრი მღებრიშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს ამოღებული აქვს თუ არა გამოძიებას სათვალთვალო კამერები ჩანაწერები და ასევე სატელეფონო ანძები, რითიც შესაძლებელია მუხთარლის გადაადგილების დადგენა.

ამავე თემაზე
დღის ამბები