02 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
თვითმმართველი სტატუსის გარეშე დარჩენილი ქალაქები მუნიციპალიტეტები გახდებიან

7 თვითმმართველი ქალაქის გაუქმების შემდეგ, მთავრობამ დღეს მათთვის ახალი სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება მიიღო. ამბროლაური, ზუგდიდი, ოზურგეთი, ახალციხე, გორი, მცხეთა და თელავი მუნიციპალიტეტებად ჩამოყალიბდება. პრემიერ-მინისტრის თქმით ცვლილებები მუნიციპალიტეტებისთვის ბიუჯეტის შემცირებას არ ითვალისწინებს. თვითმმართველობის რეფორმას გიორგი კვირიკაშვილი, დღეს მოქმედი კანონმდებლობის არაეფექტურობით ხსნის.

ქვეყანაში 71 ნაცვლად 64 მუნიციპალიტეტი დარჩება, რომელის ხელმძღვანელის არა გამგებლები, არამედ მერები იქნებიან. რაიონულ ცენტრებში მერი კოლეგიალურ ორგანოებთან ერთად იმუშავებს. გაიზრდება საკრებულოს ფუნქციებიც და მერის მოადგილეების დამტკიცების უფლება სწორედ მათ ექნებათ.

ხელისუფლების გადაწყვეტილება გაუგებარია საპარლამენტო ოპოზიციისთვის. ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოშიც დღეს მმართველ პარტიას წინასაარჩევნო დაპირება შეახსენეს თვითმმართველობების დეცენტრალიზაციის შესახებ. პარლამენტის თავმჯდომარე კი მიიჩნევს, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა, რომელიც 2013 წელს არის მიღებული, ხარვეზიანია.

არასამთავრობო ორგანიზაციები კი თვითმმართველობის რეფორმის ახალ ვარიანტს უკანგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევენ. ისინი აცხადებენ, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობა მათი მუნიციპალიტეტების მართვაში კიდევ უფრო უმნიშვნელო გახდება.

დღის ამბები