03 მაისი 2024,   15:43
ვრცლად
ვახტანგ მაჭავარიანის სასცენო მოღვაწეობის 40 წელი - ოპერისა და ბალეტის თეატრში კონცერტი გაიმართება

ვახტანგ მაჭავარიანის სასცენო მოღვაწეობის 40 წელი - თარიღის აღსანიშნავად ოპერისა და ბალეტის თეატრში 5 ივნისს სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართება.

საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან ერთად სახელგანთქმული პიანისტი, კატია სკანავი, დაუკრავს. კონცერტს ვახტანგ მაჭავარიანი უდირიჟორებს.

ოპერის თეატრში ვახტანგ მაჭავარიანის წიგნი გაიყიდება, შემოსული თანხა კი ერთ-ერთი ორკესტრანტის მკურნალობას მოხმარდება. 

დღის ამბები