03 მაისი 2024,   15:09
ვრცლად
ეს არის ის სამწუხარო ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს - გიორგი აბაშიშვილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე

"ჟურნალისტის ადვოკატის განცხადებები არის ძალიან შემაშფოთებელი. ეს არის ის სამწუხარო ფაქტი, რომელიც მნიშვნელოვნად აზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა, გიორგი აბაშიშვილმა, აზერბაიჯანელი ჟრნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე გააკეთა.

აბაშიშვილის თქმით, საქმესთან დაკავშირებით შესაძლოა, უამრავი სხვადასხვა ტიპის ვერსია არსებობდეს. 

„ბუნებრივია, უამრავი სხვადასხვა ტიპის ვერსია შეიძლება, არსებობდეს. უამრავ სპეკულაციას შეიძლება, ჰქონდეს ადგილი იმ დრომდე, ვიდრე გამოძიება არ შემოგვთავაზებს რეალურ სურათს, თუ როგორ მოხდა ეს ფაქტი. ჩვენ სრულ ნდობას ვუცხადებთ იმ სახელმწიფო სტრუქტურებს, რომლებიც არიან პასუხისმგებლები საქართველოში მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე და იმედი გვაქვს, უახლოეს პერიოდში შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები მოგვცემენ სრულ სურათს და ზუსტ გამოძიებას ამ საქმესთან დაკავშირებით,” - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები