03 მაისი 2024,   14:33
ვრცლად
აზერბაიჯანელი ადვოკატის ცნობით, აფგან მუხთარლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

დღეს თბილისში ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, აზერბაიჯანელი ადვოკატი ჩამოვიდა. მედიასთან შეხვედრაზე ნემად კერიმლიმ განაცხადა, რომ ჟურნალისტს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვს და მის სანახავად საკანში წითელი ჯვრის წარმომადგენელი არ შეუშვეს.

ადვოკატის განცხადებით, ჟურნალისტს ოფიციალურად ბრალი სამი მუხლით აქვს წარდგენილი - საზღვრის უკანონო გადაკვეთა, პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და არადეკრალირებული თანხის გადატანის მცდელობა.

დღეს პოლიციაში გამოკითხვაზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მეუღლე დაიბარეს. ლეილა მუსტაფაევამ პოლიციას მისთვის ცნობილი ახალი გარემოების შესახებ უამბო. ჟურნალისტის მეუღლე და მისი ქართველი ადვოკატი ითხოვენ, რომ გამოძიება არა ორთაჭალის პოლიციის განყოფილებამ, არამედ მთავარმა პროკურატურამ აწარმოოს.

აფგან მუხთარლიმ 28 მაისს თბილისში ფეხით ის ქუჩები გაიარა, სადაც 100-ზე მეტი სათვალთვალო კამერაა დამონტაჟებული და, თითქმის, 24 საათის განმავლობაში ტურისტები და ადგილობრივები გადაადგილდებიან.

დღის ამბები