03 მაისი 2024,   13:10
ვრცლად
ეს არის თემა, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი - სერგი კაპანაძე თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნაზე

„ეს არის თემა, რომელიც პირდაპირ პარლამენტის დაქვემდებარებაშია. ეს არის თემა, რომელზეც გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი,“ - ეს განცხადება ევროპული საქართველოს წევრმა, სერგი კაპანაძემ, შაბათის კურიერის ეთერში ავღანეთში ქართული სამხედრო ასეულის შემცირების შესახებ თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნაზე გააკეთა.

სერგი კაპანაძის თქმით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვნმა, სამი ურთიერთგამომრიცხავი წინადადება გააჟღერა.

ოპოზიციის წევრის განცხადებით, საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია. 

კურიერის ინფორმაციით, მაზარი შარიფის ბაზაზე ქართული ასეულის შემცირების მოთხოვნით, ბრიუსელს საქართველოს თავდაცვის უწყებამ რამდენიმე კვირის წინ მიმართა, თუმცა თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ლელა ჩიქოვანმა, განაცხადა, რომ თავდაცვის უწყებამ გერმანულ მხარეს მიმართა.

დღის ამბები