03 მაისი 2024,   13:48
ვრცლად
მაღალი თანამდებობის პირები შეგვპირდნენ, რომ სრულყოფილად გამოიძიებენ საქმის გარემოებებს - იან კელი მუხთარლის საქმეზე

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის, საქმეზე განცხადება აშშ-ის ელჩმა გააკეთა. იან კელის თქმით, მას მაღალი თანამდებობის პირებთან კონტაქტი ჰქონდა, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ამ საქმის გარემოებებს სრულყოფილად გამოიძიებენ.

"ეს არის სერიოზული ბრალდებები. ჩვენ გვქონდა კონტაქტები მაღალი თანამდებობის პირებთან. ისინი შეგვპირდნენ, რომ დეტალურად და სრულყოფილად გამოიძიებენ ამ საქმის გარემოებებს. ისინი ამ საკითხის სერიოზულობას აცნობიერებენ. მათ დაგვარწმუნეს, რომ არ დაემუქრება საფრთხე იმ აზერბაიჯანელ მოქალაქეებსა და უფლებადამცველებს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობდნენ,“ - განაცხადა იან კელიმ.

 

 

 

დღის ამბები