03 მაისი 2024,   15:18
ვრცლად
უნდა გავიხსენოთ საქართველოს სახალხო გადამგდების, ბიძინა ივანიშვილის, დაპირებები - გიორგი გუგავა

ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკური მდივანი, გიორგი გუგავა, გაზზე ტარიფის მატებას პროგნოზირებს. მან გადასახადების შესაძლო მატების შესახებ შაბათის კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

გიორგი გუგავამ მმართველ გუნდსა და ბიძინა ივანიშვილს წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენა.

„ჩვენ უნდა გავიხსენოთ საქართველოს სახალხო გადამგდების, ბიძინა ივანიშვილის, დაპირებები, რომ როდესაც ხელისუფლებაში მოვიდოდა ტარიფებს გაანახევრებდა. მოვიდნენ ხშირ შემთხვევაში ტარიფები გაზარდეს,“ - განაცხადა გუგავამ.

ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თქმით, გააზზე ტარიფის ზრდა პროდუქციის გაძირებას გამოიწვევს. 

„როდესაც გაზის ტარიფი გაიზრდება, გააძვირებს ყველა პროდუქციას... თუ ასეთი ტემპით გააგრძელებს, ჩვენ მივალთ სოციალურ ბუნტთან, რომელიც ამ ხელისუფლების დამხობას გამოიწვევს," - აღნიშნა გუგავამ. 

გუგავას თქმით, ტარიფების ზრდის შემთხვევაში, გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ.  

 

ამავე თემაზე
დღის ამბები