03 მაისი 2024,   15:40
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის შეხედულებაა, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ასეთ განცხადებებს ჭამს - დავით პაიჭაძე

ჟურნალისტმა დავით პაიჭაძემ აფგან მუხთარლის საქმეზე განსხვავებულ აქცენტებში მთავრობის მიერ გაკეთებულ განცხადებები შეაფასა.

მისი თქმით, მთავრობა მოსახლეობას ბიძინა ივანიშვილის გასაგონად ელაპარაკება.

„მოქალაქეებს მთავრობა ბატონი ივანიშვილის გასაგონად გველაპარაკება. საქართველოს მთავრობის წევრები მოსახლეობას ელაპარაკებიან იმის კვალად, თუ მათი აზრით, რა შეხედულებაა აქვს ბიძინა ივანიშვილს საქართველოს მოსახლეობაზე, მას აქვს ის შეხედულება, რომ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვინც ასეთ განცხადებებს ჭამს,“ - აღნიშნა პაიჭაძემ.

 

დღის ამბები