03 მაისი 2024,   15:29
ვრცლად
ჯეჯელავას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო - ლევან ბერძენიშვილი

„ჯეჯელავა ცდილობს, რომ ინტელექტუალური ფოიერვერკი მოგვიწყოს და თავისი, ასე ვთქვათ, გონებამახვილობით გადაფაროს ეს საშინელი ამბავი,“ - ეს განცხადება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ლევან ბერძენიშვილმა, განსხვავებულ აქცენტებში აფგან მუხთარლის საქმეზე მთავრობის მიერ გამოთქმულ მოსაზრებაზე გააკეთა.

ლევან ბერძენიშვილმა ალექსანდრე ჯეჯელავა აფგან მუხთარლის საქმეზე გაკეთებული განცხადებების გამო გააკრიტიკა.

„მას პასპორტი იმ გაგებით ესმის, ბავშვობაში რომ ეუბნებოდნენ, აჩვენე ბიძიას პასპორტიო. უნდა, ვიღაცას ასიამოვნოს, ეს ალბათ, ბიძინა ივანიშვილია. ის, რაც ვიცეპრემიერისგან მოვისმინეთ, არის აღვირახსნილი თავხედობა კაცისა, რომელმაც წერ-კითხვა ვერ ისწავლა, ამის მიუხედავად განათლების მინისტრად დანიშნეს, რომელსაც აქვს ინტელექტი, მაგრამ ის არა აქვს არანირი ცოდნით შევსებული, თუ ქართველ პოეტს დავესესხები, გავს უხორთუმო სპილოსა ჭკვიანი კაცი ბრიყვია, მასზეა ნათქვამია," - ამბობს ბერძენიშვილი. 

მისი მოსაზრებით, მუხთარლის საქმეზე პოლიციამ შეასრულა დავალება. მისი შეხედულებით, საქმეში ქართველთა მონაწილეობა ჩანს, ეს გამოძიებამ უნდა დაადგინოს.

ლევან ბერძენიშვილი საქართველოს ხელისუფლების დანაშაულზე საუბრობს და პასუხისმგებლობის დაყენებას აუცილებლად მიიჩნევს.

„ჩვენ არ უნდა დაგვცინოს კაცმა, ან მთავრობამ, რომლის ინტელექტი არის ნულოვანი. ამ კაცს დღესვე უნდა ჩააწყვეტინონ ხმა,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა. 

 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები