05 მაისი 2024,   08:34
ვრცლად
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დეტალურად და სრულად გამოიძიოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები- იან კელი მუხთარლის საქმეზე საუბრობს

აშშ-ს ელჩის მორიგი განცხადება აფგან მუხთარლის საქმეზე - იან კელის თქმით, ამერიკის საელჩოს აქვს მუდმივი კონტაქტი საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლება აცნობიერებს ამ საკითხის სერიოზულობას. დიპლომატის განცხადებით, სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანს ჟურნალისტის გათავისუფლებისკენ, საქართველოს მთავრობას კი საქმის სრულად გამოძიებისკენ მოუწოდებს. 

„ჩვენ გავეცანით სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დეპარტამენტი აზერბაიჯანის ხელისუფლებას ამ პიროვნების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ დეტალურად და სრულად გამოიძიოს საქმის ირგვლივ არსებული გარემოებები. ჩვენ ვართ ახლო კონტაქტში მთავრობასთან და ვიცით, რომ ისინი აცნობიერებენ ამ საკითხის სერიოზულობას. აფგან მუხთარლის საქმესთან დაკავშირებით მე ხვალ შევხვდებით ჟურნალისტებს და მოვისმენ მთ მოსაზრებებს,“ - აცხადებს იან კელი.

დღის ამბები