05 მაისი 2024,   00:01
ვრცლად
"ევროპული საქართველო" უმცირესობის სხდომის ფორმატში, გიორგი მღებრიშვილის და ვახტანგ გომელაურის მისვლას ითხოვს

ევროპული საქართველო უმცირესობის სხდომის ფორმატში, შინაგან საქმეთა მინისტრის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მისვლას ითხოვს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პასუხები უნდა გაეცეს აზერბაიჯანელი ჟურნალისტის სკანდალს და მასთან დაკავშირებულ ყველა კითხვას.

„საპარლამენტო უმცირესობამ, მასში შემავალმა სამივე ფრაქციამ მიმართა წერილით, რეგლამენტის 94-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, რომ უმცირესობის ფორმატში დაესწრონ გაერთიანებულ სხდომას,“ - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ევროპულ საქართველოს, პარლამენტის თავმჯდომარე, გიორგი მღებრიშვილთან და ვახტანგ გომელაურთან კომუნიკაციას დაპირდა.

„მე მზად ვარ, რომ გავიარო კონსულტაციები მთავრობის შესაბამის წევრებთან. თემა თავისთავად არის ძალიან აქტუალური, ჩვენთვისაც საინტერესოა ეს თემა. ზოგადად რაც შეეხება კომუნიკაციას, მთავრობასა და პარლამენტს შორის, ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ გვექნება აქტიური სამუშია და შესაბამისად, ვეცდებით, რომ ამ საკითხთან დაკავშირებითაც გვქონდეს კონკრეტული კომუნიკაცია პარლამენტსა და მთავრობას შორის. მე პირადად მზად ვარ, რომ ამაში ჩემი წვლილი შევიტანო,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები