05 მაისი 2024,   03:52
ვრცლად
საკონსტიტუციო პროექტის საპარლამენტო განხილვა - ირაკლი კობახიძემ სხდომის ტრანსლირება გააუქმა 

საკონსტიტუციო პროექტის საპარლამენტო განხილვა დაიწყო. დღეს პირველი საკომიტეტო მოსმენა რეგიონულ კომიტეტზე უკვე გაიმართა, სადაც ტერიტორიული მოწყობისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მოწყობაზე იმსჯელეს. დღეს სხდომის პირდაპირ ეთერში ტრანსლირება არ მიმდინარეობდა. გადაწყვეტილება პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან განმარტა.

ირაკლი კობახიძე განმარტავს, რომ სხდომა ჟურნალისტებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის ღია იყო, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ იმისათვის, რომ სხდომაზე რაიმე „შოუს ელემენტებს“ არ ჰქონოდა ადგილი, მან სხდომის ტრანსლირების გაუქმების გადაწყვეტილება მიიღო.

„ჩვენ ვართ აბსოლუტურად გახსნილი ამ განხილვების დროს და ყველას შეეძლო ამ სხდომაზე დასწრება, მათ შორის ჟურნალისტებს, ანუ სხდომა იყო აბსოლუტურად ღია. რაც შეეხება ტრანსლირებას, ამ დროს არის ხოლმე სერიოზული რისკი იმის, რომ შოუდ გადააქციონ კონკრეტულმა ადამიანებმა ასეთი განხილვა, ჩვენი ამოცანა არის, მუხლობრივად, ძალიან დეტალურად განვიხილოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. შესაბამისად, ვართ ორიენტირებული არა შოუზე, არამედ განხილვაზე,“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები