05 მაისი 2024,   11:41
ვრცლად
თბილისის მერად კახა კალაძის კანდიდატურის შესაძლო დასახელებას ოპოზიცია "საზოგადოებისთვის სილის გაწნას" უწოდებს

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ქართლი ოცნების მიერ თბილისის მერობის კანდიდატად მოქმედი ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის, დასახელება, მისი საქმიანობიდან გამომდინარე, საზოგადოებისთვის „სილის გაწნა“ იქნება.

„კახი კალაძის დასახელება მერობის კანდიდატად ერთადერთ რამეს ნიშნავს, რომ მერია ჩვენს რეალობაში დარჩება კორუფციის ბუდედ და ჩვენ არ უნდა დავუშვათ ბატონი კალაძის არჩევა მერის თანამდებობაზე. ვიცით კალაძის დღემდე მოღვაწეობასთან დაკავშირებით რამდენი შეკითხვა არის საზოგადოებაში დაგროვებული და ეს არის საზოგადოებისთვის, ასე ვთქვათ, სილის გაწნა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის მოადგილემ, სალომე სამადაშვილმა.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოში კი ფიქრობენ, რომ მათ მიერ არჩეული კანდიდატი, ელენე ხოშტარია, ნებისმიერ კონკურენტს სათანადო წინააღმდეგობას გაუწევს.

„ჩვენ გვეყოლება ჩვენი კანდიდატი, ელენე ხოშტარია და რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ელენემ გაიმარჯვოს ამ არჩევნებში. ელენე ხოშტარია კონკურენციას გაუწევს ღირსეულს ნებისმიერ კანდიდატს, იქნება ეს კახი კალაძე თუ ნებისმიერი სხვა,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი ტუღუშმა.

დღის ამბები