05 მაისი 2024,   10:41
ვრცლად
"კალაძის კანდიდატურის დასახელება აჩვენებს იმას, რომ რეალურად პრობლემებიდან გამოსავალზე საუბარი არ იქნება," - ზურაბ ჯაფარიძე

თბილისის მერად კახა კალაძის კანდიდატურის შესაძლო წარდგენას ნეგატიურად აფასებს ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის თავმჯდომარე. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ადგილობრივი დაფინანსების სისტემა მთლიანად შესაცვლელია, კახა კალაძეს დასახელება კი აჩვენებს, რომ ის პრობლემები, რომელიც დღეს არსებობს მოუგვარებელი დარჩება. 

„კიდევ ერთხელ, გვისვამენ რაღაც კონკრეტულ ადამიანს, რომელიც თბილისმა უნდა აირჩიოს უბრალოდ იმის გამო, მას აქვს  ივანიშვილის მხარდაჭერა. ამ მხრივ, ქართული ოცნება არაფერს არ ცვლის. ზოგადად მერობის კანდიდატებს რაც შეეხება, თბილისთან მიმართებაში, მთავარი რაც არის იქ ფუნდამენტურად არის შესაცვლელი ადგილობრივი დაფინანსების მთელი სისტემა და არ შეიძლება თბილისი იყოს ერთი თავკომბალა, როგორიც აქ არის. თუმცა კალაძის კანდიდატურის დასახელება აჩვენებს იმას, რომ რეალურად პრობლემებიდან გამოსავალზე საუბარი არ იქნება, უბრალოდ იქნება ადამიანი, რომელსაც ექნება ისევ ივანიშვილის მხარდაჭერა,“ - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

დღის ამბები