05 მაისი 2024,   07:15
ვრცლად
ტერაქტი მანჩესტერში - არიანა გრანდემ ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა

მანჩესტერის ტერაქტის შედეგად დაზარალებულებისთვის არიანა გრანდემ სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად საქველმოქმედო კონცერტი ჩაატარა. შოუს 50 ათასი ადამიანი დაესწრო. მათთვის კი სცენაზე სიმღერები შეასრულეს რობი უილიამსმა, ქოულდ ფლეიმ, ჯასტინ ბიბერმა, ქეთი პერიმ და ლაიამ გალაჰერმა. კონცერტი მანჩესტერის კრიკეტის სტადიონზე გაიმართა. ტერაქტის შედეგად დაზარალებულებისთვის ვარსკვლავებმა 2 მილიონი გირვანქა სტერლინგი მოაგროვეს. ტერაქტი მანჩესტერში ორი კვირის წინ მოხდა. არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ სტადიონის დერეფანში ტერორისტმა თავი აიფეთქა და 22 ადამიანი იმსხვერპლა.

დღის ამბები