05 მაისი 2024,   07:14
ვრცლად
საქართველოში მოქმედ 1000-ზე მეტ ავტოსკოლას შესაძლოა, ავტორიზაციის გავლა მოუწიოს

საქართველოში მოქმედ 1000-ზე მეტ ავტოსკოლას შესაძლოა ავტორიზაციის გავლა მოუწიოს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით, მართვის მოწმობის გამოცდაზე მხოლოდ ის პირები დაიშვებიან, ვინც შესაბამის ცოდნას ავტორიზებულ დაწესებულებაში მიიღებს და სერტიფიკატს აიღებს. დედაქალაქში მოქმედი ავტოსკოლების მესაკუთრეები აცხადებენ, რომ ახალ რეფორმას შესაძლოა ბაზრის მცირე მოთამაშეებმა ვერ გაუძლონ და ავტოსკოლების უმეტესობა დაიხუროს.

რეფორმის საჭიროებაზე საუბრობენ ავტოსკოლების ასოციაციაში, თუმცა აცხადებენ, რომ ავტორიზაციის კრიტერიუმები სამინისტრომ, არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად უნდა შეიმუშავოს. რეფორმის შედეგად, სავარაუდოდ, სავალდებულო გახდება ინსტრუქტორების გადამზადება და სკოლების თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღჭურვა.

ბიზნესის მონოპოლიასა და კორუფციის რისკებს ხედავს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივაში სპეციალისტების ნაწილი.

დღის ამბები