02 მაისი 2024,   18:47
ვრცლად
ჩვენ ირანელების გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს - გიორგი კვირიკაშვილი დაღუპულთა ოჯახსებს უსამძიმრებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, თეირანში, ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული ადამიანების ოჯახებს უსამძიმრებს.

„ჩვენ ირანელების გვერდით ვდგავართ ამ რთულ დროს,“ - წერს გიორგი კვირიკაშვილი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ თეირანში მომხდარი თავდასხმების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ქალის ტანსაცმელში ჩაცმული შეიარაღებული პირები ჯერ მეჯლისის შენობაში შეიჭრნენ. მეორე ჯგუფმა კი ცეცხლი აიათოლა ხომეინის მავზოლეუმში გახსნა.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ ისლამურმა სახელმწიფომ, უკვე აიღო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები