03 მაისი 2024,   02:02
ვრცლად
ბიძინა ივანიშვილის ჰობი - მორიგი ხის ტრასპორტირების გამო შექმნილი პრობლემები და დაკავებული 2 ოპოზიციონერი

ბიძინა ივანიშვილისთვის განკუთვნილი კიდევ ერთი ხის ტრანსპორტირების გაპროტესტების გამო დაკავებულ 2 პირზე გადაწყვეტილებას ბათუმის საქალაქო სასამართლო 12 ივნისს გამოაცხადებს. მანამდე, მოსამართლემ უნდა იმსჯელოს, დაარღვიეს თუ არა კანონი აჭარის უმაღლესი საბჭოს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა, როდესაც ქობულეთის გზაზე მოძრავ სატვირთოს მძღოლს გადაადგილების უფლება მოთხოვეს.

სატვირთოს ქობულეთიდან ბიძინა ივანიშვილის პარკში მორიგი ხე გადაქონდა. რის გამოც, რამდენიმე საათის განმავლობაში გადაკეტილი იყო მოძრაობა როგორც ტრასაზე, ასევე რკინიგზაზეც. 2 საათის განმავლობაში გაჩერებული იყო ბათუმი-თბილისის სამგზავრო მატარებელი. ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებით, ხის ტრანსპორტირების გამო დაზიანდა გზის საფარი, ტროტუარები და გაიჩეხა არაერთი ათეული უნიკალური ჯიშის მცენარე. ოპოზიციონერი დეპუტატები სატვირთო მანქანის უკან დაბრუნებას ითხოვდნენ. თუმცა ამის ნაცვლად ელგუჯა ბაგრატიონი და რევაზ ხარაძე ადგილზე მისულმა პოლიციამ თავად დააკავა.

 

დღის ამბები